|
|
ეს ლექსი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაიწერა. ვფიქრობ დღესაც საკმაოდ აქტუალურია...
აპრილსზამთრის სასახლეში მზე შემოუყვანია
ბაიკალის სარკეებშიც მზე იცინის ვანია
მიიმღერის, მიდის ვოლგა, სტეპის ფალავანია
ვარსკვლავების სავანეა, მთვარის ტახტრევანია
განა პრაღა ქაბული და განა ტრანსილვანია
რიაზანი გეძახის და გელოდება ვანია
აქეთ ხეივანია და იქით შადრევანია
პეტერგოფი გელოდება, გევედრება ვანია
თოვლის ქარავანია და კრემლის გალავანია
და ნაძვების სამოთხეში დედა გელის ვანია
იქვე შენი აკვანია, შენი აივანია
მოუსმინე მიწის ყივილს, წადი სახლში ვანია
ვიცი შენი არჩევანი მწარე არჩევანია
უმეცრები არც ჩვენა ვართ, არც შენა ხარ ვანია
ვინც შენ სახლი შეგაძულა, გული მოგაყვანია
და გაგხიზნა, ჩემი ცოდვა იმას ჰქონდეს ვანია
შევაწუხე ცა ვედრებით, ცხენს ავკიდე აჟვანდი
მე სვანეთში წავეთრევი, შენ ციმბირში წაბრძანდი
ქარი მღერის თეთრებზე და წითლებზე და ლურჯებზე
ლამაზია საქართველო, “ ა რასსია ლუდშე ვსეხ”
თავს გიკრავს და გზას გილოცავს მესხია თუ სვანია
კავკასიის მწვერვალებიც ფეხზე დგანან ვანია
ზეცა მარად მაღალია, მიწა მარად მწვანეა
გზის პირს გვირილები ჰყვავის, სახლში წადი ვანია
გზაბი მგზავრულს გიმღერიან, მთები მაყრულს მღერიან
წადი შენი ზარი რეკავს, წადი შენი ჯერია
ოღონდ ვიდრე შენთან შენი ძმებიც წაგიყვანია
ნიჩბები არ დაგავიწყდეთ, ხელკეტებიც ვანია
The words you entered did not match the given text. Please try again.
Oops!
Oops, you forgot something.