|
|
– ვლადისლავ არძიმბას პიროვნების ამსახველი ძალიან საინტერესო სტატია დაიბაჭდა პრესა.გე–ზე. შეუცვლელად გადმოგცემთ ამ პუბლიკაციას –

[გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე]
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვლადისლავ არძინბა. ჩვენთან იგი ითვლება აფხაზებში ქართველთმოძულეობის მთავარ იდეოლოგად, რომლის მეცადინეობითაც იქნა აფხაზეთი საქართველოსაგან მოწყვეტილი. უპირველესად მას ბრალდება თბილისთან ურთიერთობის გამწვავება, რაც შეიარაღებული კონფლიქტითა და ქართველთა ეთნოწმენდით დასრულდა.გასაგებია, რომ ამგვარი პიროვნების სახელი არათუ ვერ ჩაეწერება საქართველოს საზოგადოებრივ მოღვაწეთა პანთეონში, არამედ პირიქით, უეჭველი კანდიდატია ქართული სახელმწიფოს დამაქცევართა ნუსხაში საპატიო ადგილის დაკავებისა.
თუმცა, ნუ გავაკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს. მართალია იგი ქართველთა მიმართ სიმპათიით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ნუ დავწამებთ მას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ინსპირატორობას. ნუ ავკიდებთ მას ყველა ცოდვას და ვეცადოთ ობიექტურად გავერკვეთ მომხდარში, თუ რა როლი ითამაშა მან აფხაზეთის ტრაგედიაში.
საქართველოში გაბატონებულია აზრი, რომ არძინბა იყო რუსეთის ინტერესების გამტარებელი და მთლიანად მოსკოვიდან იმართებოდა. ამიტომაც ვერ მიაღწია ქართულმა მხარემ მასთან ვერც შეთანხმებას და ვერც მორიგებას.
ეს მოსაზრება სერიოზულ კორექტივს საჭიროებს. ჯერ ერთი, არძინბა უპირველეს ყოვლისა აფხაზური ეთნოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. და მეორე, 1991 წელს მასთან მოხერხდა გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რომლის პირობას იგი აფხაზეთში სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ფორმირებების შეჭრამდე იცავდა. ვფიქრობთ, სწორი არ იქნება, თუ აფხაზ პოლიტიკოსს შექმნილ ვითარებაში მეტს მოვთხოვდით.
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთმა ადიღეური მოდგმის ხალხთა, მათ შორის აფხაზთა, გენოციდი მოაწყო. ამ ეროვნულ კატასტროფის შემდეგ აფხაზთა უმთავრესი მიზანი გახდა ბრძოლა საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, აფხაზური ეთნოსის გადასარჩენად. მთელი მეოცე საუკუნე სწორედ ეს მიზანი აერთიანებდა და განსაზღვრავდა (და დღესაც განსაზღვრავს აფხაზთა ქცევას. განსხვავებები მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის გზებში იყო.
აფხაზთა ერთ, შედარებით მცირე ნაწილს, ამისათვის თბილისთან ურთიერთობის მოგვარება მიაჩნდა საჭიროდ. ხოლო მეორეს, რადიკალებს, უპირველეს ამოცანად ჯერ რუსეთის მეშვეობით საქართველოსაგან აუცილებლად თავის დახსნა და მოკავშირე რესპუბლიკად გახდომა ესახებოდა. საბჭოთა აფხაზეთის ისტორია სწორედ ამგვარ წინააღმდეგობათა ისტორიაა.
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა აფხაზურ არისტოკრატიას, რომელიც ტრადიციულად ქართული ორიენტაციისა იყო.
ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ (და სამართლიანადაც ბოლშევიკთა ისტორიულ დანაშაულზე საქართველოს წინაშე. თუმცა, რატომღაც ამ მნიშვნელოვან გარემოებას გვერდს უვლიან.
არძინბა აფხაზი ეთნოკრატიის რადიკალურ ფრთას წარმოადგენდა. პოლიტიკაში იგი 1989 წლიდან ჩაება. მაშინ იგი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ არძინბა გორბაჩოვისეული ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების თანმიმდევრულ დამცველად გვევლინებოდა.
ამგვარ პოზიციაში იყო ერთგვარი ლოგიკა - ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად ხომ ავტონომიური რესპუბლიკებიც ხდებოდნენ საბჭოთა კავშირის სუბიექტები, რაც მათ სტატუსს მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსთან ათანაბრებდა. ანუ, ფაქტიურად, ავტონომიური რესპუბლიკები მოკავშირე რესპუბლიკები ხდებოდნენ. მოსკოვისა და არძინბას ინტერესები იმ დროს სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს.
ვითარება შეიცვალა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა (რაც დადასტურებული იქნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმით, მათ შორის აფხაზეთშიც და, განსაკუთრებით, მოსკოვში აგვისტოს სამხედრო პუტჩის ჩავარდნის შემდეგ. ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ დროის საქმე იყო.
ასეთ პირობებში არძინბამ იხელმძღვანელა არა მოსკოვის მითითებით, რომელიც დაინტერესებული იყო ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირებით (რაც სრულად დაადასტურა შემდგომმა მოვლენებმა, არამედ აფხაზთა ეროვნული ინტერესებით და წამოვიდა საქართველოს ხელისუფლებასთან საარჩევნო შეთანხმებაზე.
მითუმეტეს, რომ აფხაზთა ეროვნული ინტერესები ავტონომიურ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გარანტირებული იყო (ე.წ. „28-26“. მეტიც, ეს შეთანხმება აფხაზ და ქართველ დეპუტაციას პარლამენტში თანამშრომლობას აიძულებდა. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო ხმათა 2/3, რაც მხოლოდ აფხაზურ და ქართულ ფრაქციათა შეთანხმებით მიიღწეოდა.
აფხაზეთის არამკვიდრი მოსახლეობისათვის უმაღლეს საბჭოში გათვალისწინებული იყო 11 ადგილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მოგროვება მხოლოდ აფხაზთა და ქართველთა მორიგებით იყო შესაძლებელი. ეს კი მნიშვნელოვანი გარანტია იყო როგორც ქართველებისათვის, ისე აფხაზთათვის.
იყო სხვა შეთანხმებებიც, რომელიც ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლებაში ადგილების განაწილებას შეეხებოდა (მათ შორის პრემიერ-მინისტრის პოსტისაც, რომელიც ქართველებს უნდა დაეკავებინათ.
ამგვარი სახელმწიფოებრივი შეთანხმება, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები ორი მკვიდრი ერის ძირეულ ინტერესებს შეესაბამებოდა და უზრუნველყოფდა მშვიდობას აფხაზეთსა და კავკასიაში, ცხადია, როგორც საბჭოთა, ისე რუსული იმპერიალისტური ინტერესების საწინააღმდეგო იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ნომენკლატურას დიდი გავლენა ჰქონდა აფხაზეთში, აფხაზური ელიტა და პირადად ვლადისლავ არძინბა წამოვიდნენ ამ შეთანხმებაზე იმიტომ, რომ იგი აფხაზური ინტერესების შესაბამისად მიიჩნიეს. ამ ნაბიჯით მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ იმპერიისაგან დამოუკიდებელი მოქმედება. ეს იყო ისტორიული შანსი შეთანხმებაში მონაწილე ორივე მხარისათვის.
სამწუხაროდ, შეთანხმების რეალიზაცია ვერ მოხერხდა, მაგრამ ამაში მხოლოდ აფხაზებისა და მათი ლიდერის დადანაშაულება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.
ჯერ ერთი, აფხაზეთის ქართულმა მოსახლეობამ ვერაფრით შეძლო აერჩია ქვოტით განსაზღვრული რაოდენობის დეპუტაცია. მეორე, 1991-92 წლის ზამთარში თბილისში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რამაც გამოთიშა შეთანხმების ქართული მხარე. მესამე, თბილისში მოქმედმა სამხედრო საბჭომ აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია, რის შედეგადაც სოხუმის ხელისუფლება სამართლებრივ ვაკუუმში მოექცა. მეოთხე, თბილისიდან ინსპირირებულმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართულმა დეპუტაციამ მიატოვა სხდომები, რითაც გაუადვილა დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს (აფხაზური და არამკვიდრი გადაწყვეტილებების მიღება. და ბოლოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ აფხაზეთში ჯარების შეყვანით წერტილი დაუსვა ქართულ-აფხაზურ საარჩევნო შეთანხმებას.
ქართულ-აფხაზური საარჩევნო შეთანხმებით არა მხოლოდ თავიდან ავიცილეთ 1991 წელს ეთნოტერიტორიული კონფლიქტი აფხაზეთში. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ 1992 წელს გაეროს მიერ საქართველოს სახელმწიფოს აღიარება საქართველოს სსრ ტერიტორიულ ფარგლებში ეყრდნობოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს. ამ აღიარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართულ-აფხაზურ საარჩევნო შეთანხმებასაც, რომელმაც არა მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყო, არამედ მოძებნა სამართლებრივი მექანიზმი დამოუკიდებელ საქართველოში ახალი პოლიტიკური ურთიერთობისა.
ჩვენთან უმართებულოდ ამტკიცებენ, რომ ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო არძინბამ. ეს ასე არ არის. 1992 წლის ივლისის ბოლოს თბილისში ჩამოვიდა დელეგაცია სოხუმიდან და ჩამოიტანა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარების პროექტი, ურთიერთობისა, რომელიც ჩიხში მოაქცია 1921 წლის კონსტიტუციის მოუფიქრებელმა აღდგენამ. სახელმწიფო საბჭო დაპირდა მათ პროექტის განხილვას და დელეგაცია მშვიდობით გაისტუმრა უკან. ორ კვირაში კი ჯარები შეიყვანა აფხაზეთში „რკინიგზის გასაკონტროლებლად“. სიმართლე ეს არის!
1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შედგა შეთანხმება ელცინს, შევარდნაძესა და არძინბას შორის, რომლის თანახმადაც აფხაზეთში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო ხოლო უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უნდა დაეშალათ.
ამ შეთანხმებამ არ იმუშავა, და არა მარტო გუდაუთის მიზეზით. 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მართავდა არალეგიტიმური სახელმწიფო საბჭო და მისი შეიარაღებული ფორმირებები ისევე უკანონონი იყვნენ, როგორც გუდაუთისა. შესაბამისად, ეს პირობა ორივე მხარეს თანაბრად ეხებოდა. პირობა არც ერთმა მათგანმა არ შეასრულა.
თუმცა, 3 სექტემბრის ხელშეკრულება კიდევ ერთ რამეს მოასწავებდა: ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გარკვევისა და, შესაბამისად, ზემოქმედების ძირითადი ბერკეტები რუსეთმა იგდო ხელთ, რაც დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდა.
1993 წლის ივლისში დაიდო ავადსახსენებელი შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული ფორმირებების დაშორიშორების შესახებ. ეს შეთანხმება აფხაზურმა მხარემ (რუსეთის წაქეზებითა და აქტიური მხარდაჭერით, უხეშად დაარღვია. შედეგად მივიღეთ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის არნახული ტრაგედია, ეთნოწმენდა და ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა.
ამ დრამატული მოვლენების შედეგთა სრული გაცნობიერება დღესაც შეუძლებელია. ცხადია, ამ შემთხვევაში, აფხაზური მხარის და პირადად არძინბას მოქმედებები დანაშაულებრივი იყო არა მარტო სამართლის, არამედ ჰუმანიტარული და ჰუმანური თვალსაზრისითაც. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ომს (განსაკუთრებით შიდა დაპირისპირებას თავისი კანონები აქვს, ამგვარი საქციელის გამართლება არანაირად არ შეიძლება.
თუმცა, ამ შეუნდობელი საქციელის შემდეგაც კი არძინბას და აფხაზური ელიტის მოქმედებებში იყო მნიშვნელოვანი რაციონალური მომენტები, რომელთა გამოყენებაც ქართულ მხარეს შეეძლო და ვალდებულიც იყო ასე მოქცეულიყო.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი ოფიციალურად დასრულდა 1994 წლის მაისში. მოსალოდნელი იყო აფხაზეთს ესარგებლა ამ მომენტით და დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. მითუმეტეს, რომ ცხინვალის ხელისუფლებას უკვე 1992 წელს ჰქონდა გამოცხადებული დამოუკიდებლობა.
მაგრამ არძინბა ასე არ მოიქცა. იგი მთელი ხუთი წელი ელოდა ქართულ მხარისაგან ისეთ შეთავაზებას, სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნებოდა კონფლიქტსშემდგომი ვითარება და აფხაზთა ეთნიკური ინტერესები. სამწუხაროდ, ქართული მხარე დაჟინებით ითხოვდა საბჭოთა საქართველოს სტატუსის აღდგენას. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველი რჩებოდა აფხაზი ეთნოსის ბედი.
აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა მხოლოდ 1999 წლის ნოემბერში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სოხუმს შეთანხმების ყოველგვარი იმედები გადაეწურა და მოსკოვშიც ახალი ხელისუფალი გამოჩნდა (ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი 1999 წლის ზაფხულში გახდა. აფხაზური მხარის ეს ქმედება ადასტურებს, რომ მათ ჯერ კიდევ სურდათ „ორ მოედანზე ერთდროული თამაში“. თუმცა, ქართულმა მხარემ არც ეს შანსი გამოიყენა.
და ბოლოს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებიდან წასვლაც საკმაო სიურპრიზის შემცველი იყო.
ჯერ ერთი, არჩევნებში, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს ჩატარდა (და რომელშიც არძინბა არ იღებდა მონაწილეობას, დამარცხდა კანდიდატი, რომელიც რუსების (და პირადად «ყოვლისშემძლე» პუტინის, მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს კი აფხაზეთის საზოგადოების რუსეთისაგან ერთგვარ დამოუკიდებლობას ადასტურებდა.
მეორეც, არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარებით აფხაზურმა ელიტამ მსოფლიო საზოგადოებას უჩვენა, რომ მათ გარკვეული უპირატესობანი გააჩნიათ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან (და შესაძლოა სხვა არაღიარებულ ტერიტორიებთან, შედარებით. უნდა ითქვას, რომ თუ თავს არ მოვიტყუებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრიობასაც ნამდვილად ემჩნევა, რომ იგი არაპირდაპირ და არაოფიციალურად, მაგრამ მაინც ითვალისწინებს ამ განსხვავებას.
ყოველივე ზემოთქმული გვიჩვენებს, რომ ვლადისლავ არძინბა არ არის ერთგვაროვანი პოლიტიკური ფიგურა. მისი მოქმედებებისა და მმართველობის შუქ-ჩრდილები სერიოზულ დაკვირვებასა დ&
Categories: History, Abkhazia, Georgia
The words you entered did not match the given text. Please try again.
Oops!
Oops, you forgot something.